რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს საქართველოში ერთადერთ ქარის ელექტროსადგურს

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს საქართველოში ერთადერთ ქარის ელექტროსადგურს

საქართველოში ერთადერთი ქარის ელექტროსადგური “საქართველოს კაპიტალის” კომპანია GRPO-ს საკუთრებაშია.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში სადგურმა მის წლიურ საპროგნოზო გამომუშავებაზე 84.1 მილიონ კილოვატ საათზე მეტი ელექტროენერგია, 86 მილიონი კილოვატ საათი ენერგია გამოიმუშავა, ხოლო მისმა შემოსავალმა 14.7 მილიონი ლარი შეადგინა.

გორის ქარის ელექტროსადგური EBRD-ის დაფინანსებით ენერგეტიკის სამინისტრომ ააშენა, შემდგომ კი მისი პრივატიზება მოახდინა. სადგური შედგება დანიური კომპანია Vestas-ის მიერ წარმოებული 6 ქარის ტურბინისაგან, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 3,45 მეგავატია. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 20,7 მეგავატი. წელიწადში გამოიმუშავებს 84,1 მლნ. კვტ·სთ ელექტროენერგიას.

ქარის ელექტროსადგურის პრივატიზება 2019 წელს მოხდა და ის “საქართველოს კაპიტალმა” 14.4 მილიონ დოლარად შეიძინა.

სადგურის აშენება 29.7 მილიონი დოლარი დაჯდა, საიდანაც 22 მილიონი EBRD-ისგან მოზიდულ სესხს წარმოადგენდა. სადგურის შემძენმა, “საქართველოს კაპიტალმა” სადგურის შეძენისას EBRD-ისთვის 17.5 მილიონის სესხის მომსახურების ვალდებულება აიღო.

მსგავსი სიახლეები

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი…

2024 წლის 16 სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ,…
8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა –…

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება – აღნიშნული ინფორმაციას ღვინის…
ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,570 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოქრო…